გაღიზიანებთ გვერდით მყოფი ადამიანის ღეჭვის, ყლაპვის, სუნთქვის ხმა?

გაღიზიანებთ გვერდით მყოფი ადამიანის ღეჭვის, ყლაპვის, სუნთქვის ხმა?

რა არის მიზოფონია?

მიზოფონია დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს მძაფრი და ნეგატიური რეაქცია აქვს ისეთ ჩვეულებრივ, ერთი შეხედვით უწყინარ ხმაზე, რომელსაც ადამიანი ყოველდღე გამოსცემს.

მიზოფონიის მქონე პირს საშინლად აღიზიანებს გვერდით მყოფი ადამიანის თუნდაც ღეჭვის ან სუნთქვის ხმა. მისთვის კალმისტრის ტკაცუნიც კი საკმარისია რომ იჩხუბოს.

სპეციფიკური ხმის მიმართ იზრდება შფოთვის, პანიკური შეტევის, მრისხანების განვითარების რისკი.

მიზოფონიის სპეციფიკური მკურნალობის მეთოდი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გარკვეული მეთოდებით კონფლიქტური სიტუაციიდან თავის არიდება შესაძლებელია.

ხმის მიმართ მგრძნობელობის მართვა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით:

  • გამაღიზიანებელი ხმის ჩახშობის მიზნით, გამოიყენეთ ყურსასმენი ან ჩართეთ მუსიკა;
  • ავტობუსსა თუ რესტორანში შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც მაქსიმალურად შორს იქნებით ნებისმიერი შესაძლო ხმისგან;
  • სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ დასვენება, ნებისმიერი სარელაქსაციო საშუალება;
  • თუ შესაძლებელია დატოვეთ ის ადგილი, სადაც გრძნობთ რომ ხმა გაგაღიზიანებთ;
  • თუ მიზოფონია მწვავე ფორმით გაქვთ გამოხატული, არ მოგერიდოთ შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტი;
  • გულწრფელად და მშვიდად აუხსენით ადამიანს მიზოფონიის შესახებ და სთხოვეთ თქვენს მდგომარეობას გაგებით მოეკიდოს.

მედიკოსთა აზრით, მიზოფონიის დროს ადამიანს ყველაზე მეტად აღიზიანებს:

  • ჭამის დროს ღეჭვის ხმა;
  • ხმამაღლა სუნთქვა;
  • ხმა, რომელსაც ადამიანი გამოსცემს თითების მოძრაობის დროს.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/320682