რა არის დისანია?
დისანია არის მდგომარეობა, როდესაც პირს დილით ძალიან ეძინება და საწოლიდან ადგომა უჭირს.
როგორც წესი, ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურში უნდა წავიდეს.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს პიროვნება არ არის ზარმაცი, არ ემალება დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა მაღვიძარას დარეკვის მიუხედავად ვერაფრით შორდება ლოგინს. სავსებით მოსალოდნელია, რომ ლოგინში იწვეთ გაღვიძებიდან 1 ან 2 საათის განმავლობაშიც კი.
აღსანიშნავია, რომ ექიმები დისანიას სამედიცინო მდგომარეობად არ თვლიან.
მარტივად რომ ვთქვათ, დისანიის დროს პიროვნებას იპყრობს ლოგინში წოლის პათოლოგიური სურვილი და თანაც ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე.
რასაკვირველია, დარღვევა უარყოფითად აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე - არ გაგვიკვირდება თუ ამის გამო არაერთხელ გისაყვედურათ სამსახურში უფროსმა ან ოჯახის წევრებისთვის მოგიწიათ ახსნა რატომ არ დგებით ლოგინიდან.
დისანია არ ნიშნავს რომ ზარმაცი ხართ!
ძლიერი დაღლილობის შეგრძნებას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი იწვევდეს, მაგალითად:
- დეპრესია;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- ძილის აპნოე;
- ანემია;
- უძილობა;
- მოუსვენარი ფეხების სინდრომი;
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
- გულის დაავადება;
- ფიბრომიალგია და სხვა.
როგორც ხედავთ დისანია შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის სიმპტომი და თუ ამ შეგრძნებას ქრონიკულად უჩივით აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სავსებით შესაძლებელია ამ დისკომფორტის მიზეზი ანტიდეპრესანტებიც იყოს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დისანია არ არის დაავადება, არამედ არის სიმპტომი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესზე მიგანიშნებთ. დროული დიაგნოსტირებით ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდებაა შესაძლებელი.
წყარო: