გონორეა - რა სიმპტომებით ვლინდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია?

გონორეა - რა სიმპტომებით ვლინდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია?

რა არის გონორეა?

გონორეა ინფექციაა, რომელიც ვლინდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

ინფექციას იწვევს სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერია.

გონორეა, ძირითადად, ვნებს შარდსაწვეთს, სწორ ნაწლავს ან ყელს. ქალებში ასევე ზიანდება საშვილოსნოს ყელი.

როგორც წესი, გონორეა ვრცელდება ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსით.

ინფექციის მატარებელი ორსულის შემთხვევაში, მშობიარობის დროს, ინფიცირდება ახალშობილიც. ბავშვებში გონორეა ვნებს თვალებს.

სიმპტომები

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა სიმპტომურად გამოვლენის შემთხვევაში, გონორეა მოიცავს ორგანიზმის სხვადასხვა არეს - უმეტესად ზიანდება გენიტალური ტრაქტი.

გონორეა, რომელიც აზიანებს გენიტალურ ტრაქტს

მამაკაცებში ინფექცია ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • მტკივნეული შარდვა;
  • ჩირქის მსგავსი გამონადენი პენისიდან;
  • ტკივილი ან შეშუპება ერთ სათესლე ჯირკვალში.

ქალებში ინფექცია ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • ჭარბი რაოდენობის ვაგინალური გამონადენი;
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • მენსტრუალურ პერიოდს შორის ვაგინალური სისხლდენა;
  • ტკივილი მუცლის ან მენჯის არეში.

გონორეა ორგანიზმის სხვა არეში

ინფექციამ შეიძლება დააზიანოს სხეულის შემდეგი ნაწილები:

  • სწორი ნაწლავი;
  • თვალები;
  • ყელი;
  • სახსრები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gonorrhea/symptoms-causes/syc-20351774