რა არის ატიქიფობია?
ატიქიფობია წარუმატებლობის შიშია, რომლის გამოც ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარ თავში ძალა იპოვოს და დაბრკოლებასაც მარტივად ნებდება.
ატიქიფობიის დროს ადამიანი ხშირად წინასწარ განაწყობს თავს უარყოფითი შედეგისთვის და იჯერებს კიდეც თითქოს წარმატება მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყოს.
ეს არის შეცდომის დაშვების, მარცხისა და წარუმატებლობის ფობია, მუდმივი შიში.
აღნიშნული განცდა ინდივიდუალურია, ზოგიერთ ადამიანში მსუბუქი ფორმით ვლინდება და ზოგჯერ იმდენად მწვავეა, რომ პაციენტი ფაქტობრივად უმოქმედო ხდება - შეცდომის დაშვების შიში იმდენად ძლიერია, რომ პირს უჭირს საშინაო დავალებაზე მუშაობა თუ სამსახურში მარტივი დავალების შესრულება.
სამწუხაროდ, ფობიის გამო დიდია იმის რისკი, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი შესაძლებლობები (როგორც პირადი, ისე კარიერული) ხელიდან უბრალოდ გაუშვათ.
შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ფიზიკური სიმპტომები:
- სუნთქვის გაძნელება;
- უჩვეულოდ სწრაფი გულისცემა;
- დაჭიმულობა ან ტკივილი გულმკერდის არეში;
- კანკალის შეგრძნება;
- თავბრუსხვევა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა;
- ოფლიანობა.
შესაძლოა გამოვლინდეს ემოციური სიმპტომები:
- პანიკის ან შფოთვის ძლიერი შეგრძნება;
- ისეთი სიტუაციიდან გაქცევა, რომელიც შიშს იწვევს;
- შეგრძნება, რომ კონკრეტულ სიტუაციაში კონტროლის უნარს დაკარგავს;
- განცდა, რომ შიშის მიმართ უძლურია და სხვა.
ატიქიფობიის მსგავსი ფობიის მკურნალობა ინდივიდუალურია, თუმცა მკურნალობის კურსის მთავარი მიზანი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
წყარო: