რა არის ცერვიციტი?
ცერვიციტი საშვილოსნოს ყელის ანთებითი პროცესია.
საშვილოსნოს ყელი წარმოადგენს საშვილოსნოს ქვედა, ვიწრო დაბოლოებას, რომელიც იხსნება ვაგინალურ ღრუში.
ხშირად, ანთების მიზეზია სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (მაგალითად, ქლამიდია ან გონორეა); თუმცა სავსებით შესაძლებელია ანთებითი პროცესი არაინფექციური ეტიოლოგიისაც იყოს.
საშვილოსნოს ყელის ანთების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (უმეტესად ბაქტერიული და ვირუსული);
- ალერგიული რეაქცია;
- ვაგინაში ბაქტერიების ჭარბი რაოდენობა.
სიმპტომები
როგორც წესი, საშვილოსნოს ყელის ანთება უსიმპტომოდ მიმდინარეობს; ანთების დიაგნოზსაც შემთხვევით აწყდებიან, როცა ქალი სრულიად სხვა მიზეზით იტარებს კვლევას მენჯის არეში.
თუ სიმპტომურად ვლინდება, ქალი უჩივის შემდეგ ნიშნებს:
- უჩვეულო, დიდი რაოდენობით ვაგინალური გამონადენი;
- გახშირებული, მტკივნეული შარდვა;
- ტკივილი ინტიმური კავშირის დროს;
- სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდს შორის;
- ვაგინალური სისხლდენა სქესობრივი კავშირის შემდეგ და ეს სისხლდენა არ ასოცირდება მენსტრუაციასთან.
მკურნალობის კურსი ინიშნება ზუსტი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების შემდეგ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cervicitis/symptoms-causes/syc-20370814