თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, სავარაუდოდ, საშვილოსნოს ყელის ანთება გაქვთ

თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, სავარაუდოდ, საშვილოსნოს ყელის ანთება გაქვთ

რა არის ცერვიციტი?

ცერვიციტი საშვილოსნოს ყელის ანთებითი პროცესია.

საშვილოსნოს ყელი წარმოადგენს საშვილოსნოს ქვედა, ვიწრო დაბოლოებას, რომელიც იხსნება ვაგინალურ ღრუში.

ხშირად, ანთების მიზეზია სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (მაგალითად, ქლამიდია ან გონორეა); თუმცა სავსებით შესაძლებელია ანთებითი პროცესი არაინფექციური ეტიოლოგიისაც იყოს.

საშვილოსნოს ყელის ანთების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (უმეტესად ბაქტერიული და ვირუსული);
  • ალერგიული რეაქცია;
  • ვაგინაში ბაქტერიების ჭარბი რაოდენობა.

სიმპტომები

როგორც წესი, საშვილოსნოს ყელის ანთება უსიმპტომოდ მიმდინარეობს; ანთების დიაგნოზსაც შემთხვევით აწყდებიან, როცა ქალი სრულიად სხვა მიზეზით იტარებს კვლევას მენჯის არეში.

თუ სიმპტომურად ვლინდება, ქალი უჩივის შემდეგ ნიშნებს:

  • უჩვეულო, დიდი რაოდენობით ვაგინალური გამონადენი;
  • გახშირებული, მტკივნეული შარდვა;
  • ტკივილი ინტიმური კავშირის დროს;
  • სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდს შორის;
  • ვაგინალური სისხლდენა სქესობრივი კავშირის შემდეგ და ეს სისხლდენა არ ასოცირდება მენსტრუაციასთან.

მკურნალობის კურსი ინიშნება ზუსტი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების შემდეგ.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cervicitis/symptoms-causes/syc-20370814