ესენციური ტრემორი - რატომ უკანკალებს ადამიანს ხელი?

ესენციური ტრემორი - რატომ უკანკალებს ადამიანს ხელი?

რა არის ესენციური ტრემორი?

ესენციური ტრემორი ნერვული სისტემის დარღვევაა, რომელიც იწვევს უნებლიე და რითმულ კანკალს.

დაავადება გავლენას ახდენს სხეულის ნებისმიერ არეზე, თუმცა ყველაზე ხშირად კანკალი ვლინდება ხელებზე. ადამიანს ხელი უკანკალებს ისეთი ყოველდღიური საქმიანობის შესრულების დროს როგორიცაა წყლის დალევა, ფეხსაცმლის თასმების შეკვრა და სხვა.

როგორც წესი, ესენციური ტრემორი არ არის საშიში, თუმცა დროთა განმავლობაში მდგომარეობა უარესდება და ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საკმაოდ მწვავე ფორმითაც ვლინდება.

ზოგჯერ ესენციური ტრემორი პარკინსონის დაავადებაში ეშლებათ.

კანკალი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა განსაკუთრებით ხშირია 40 წელს გადაცილებულ პირებში.

სიმპტომები

ესენციური ტრემორის სიმპტომები:

  • იწყება თანდათანობით;
  • უარესდება მოძრაობასთან ერთად;
  • ჩვეულებრივ, თავდაპირველად კანკალი ჩნდება ხელებში (ერთ ან ორივე ხელზე);
  • კანკალი შეიძლება გამოვლინდეს მაშინაც, როცა პირი თანხმობის ნიშნად თავს დააქნევს ან უარის ნიშნად გააქნევს;
  • შესაძლოა გაუარესდეს ემოციური სტრესის, დაღლილობის, კოფეინის მიღებისა თუ ექსტრემალური ტემპერატურის ფონზე.

გამომწვევი მიზეზი

ესენციური ტრემორი, კლინიკურ შემთხვევათა ნახევარში, განპირობებულია გენეტიკური მუტაციით. აღნიშნული ფორმა ცნობილია ოჯახური ტრემორის სახელწოდებით.

გენეტიკური მუტაციის არმქონე პაციენტებში ესენციური ტრემორის გამომწვევი მიზეზი მედიკოსებისთვის დღემდე უცნობია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/essential-tremor/symptoms-causes/syc-20350534