ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 29 მარტის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 63 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 398 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 343 და დაიღუპა 34, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 36 688 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 687 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 624 და დაიღუპა 25 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 846 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 160 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 20 484 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 488 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 174 ადამიანი და დაიღუპა 4.
ცნობისათვის, კორონავირუსი 140-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 634 835 პაციენტს შეადგენს.
წყარო
https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/situation-reports