რა სიმპტომებით ვლინდება ამნეზია?

რა სიმპტომებით ვლინდება ამნეზია?

რა არის ამნეზია?

ამნეზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს ავიწყდება ფაქტები, ინფორმაცია, კარგავს მეხსიერებას.

ამნეზიის დროს პირმა იცის ვინ არის, თუმცა უჭირს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, მისთვის რთულია ახალი მეხსიერების ფორმირება.

ამნეზიის შესაძლო გამომწვევი მიზეზია ტვინის იმ უბნის დაზიანება, რომელიც მეხსიერების დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. მეხსიერების დროებით დაკარგვასთან შედარებით ამნეზია შესაძლოა იყოს მუდმივი.

არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობის კურსი, თუმცა მოწოდებულია გარკვეული მეთოდები, რომელიც მეხსიერებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

სიმპტომები

ამნეზიის ორი მთავარი მახასიათებელი სიმპტომია:

  • ახალი ინფორმაციის ათვისების პრობლემა;
  • წარსული მოვლენების, ნაცნობი ინფორმაციის გახსენების პრობლემა.

ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება გაიხსენოს კონკრეტული ამბავი ბავშვობიდან, მაგრამ ვერ გაიხსენოს ახლანდელი პრეზიდენტის სახელი, იცოდეს რომელი თვეა, თუმცა ვერაფრით დაასახელოს პროდუქტი, რომელიც მიირთვა საუზმეზე.

ამნეზიით დაავადებული კარგად აღიქვამს დაწერილ ან ნათქვამ სიტყვას, შეუძლია ველოსიპედის მართვა ან პიანინოზე დაკვრა.

ბევრი აცნობიერებს, რომ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამნეზია და დემენცია ერთი და იგივე დაავადება არ არის.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/amnesia/symptoms-causes/syc-20353360