ალერგია შინაურ ცხოველებზე - როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

ალერგია შინაურ ცხოველებზე - როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

რა იწვევს ალერგიას?

რას ნიშნავს ალერგია შინაურ ცხოველებზე? ეს არის ალერგიული რეაქცია ცხოველის კანის უჯრედში, ნერწყვსა თუ შარდში არსებულ ცილაზე.

ალერგია შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ცხოველმა, რომელსაც ბეწვი აქვს, თუმცა ყველაზე ხშირია რეაქცია ძაღლების და კატების მიმართ.

თუ შინაურ ცხოველზე ალერგია გაქვთ, საუკეთესო სტრატეგია ამ ცხოველებთან კონტაქტის მაქსიმალურად შემცირებაა. უფრო მეტიც შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტი ან სხვა სამკურნალო საშუალება ასთმის მართვისა და სიმპტომების შემსუბუქებისთვის.

სიმპტომები

შინაურ ცხოველზე ალერგიის სიმპტომები, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ღრუს ანთებითი მდგომარეობით:

  • ცემინება;
  • გამონადენი ცხვირიდან;
  • სიწითლე და ქავილი თვალის არეში, ცრემლდენა;
  • ცხვირის ღრუს დაგუბება/დახშობა;
  • ცხვირის ქავილი;
  • ხველა;
  • სახეზე წნევის შეგრძნება და ტკივილი;
  • ხშირი გაღვიძება;
  • თვალებქვეშ შესიებული, მოლურჯო ფერის კანი;
  • ცხვირის ხშირი ქავილი (ბავშვებში).

თუ ალერგია გადაიზარდა ასთმაში, შესაძლოა გამოვლინდეს:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • დაჭიმულობა ან ტკივილი გულმკერდის არეში;
  • ამოსუნთქვის დროს ერთგვარი სტვენის ან ხრიალის ხმა;
  • სუნთქვის უკმარისობის, ხველის ან ცემინების გამო უძილობა თუ ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა.

ალერგიული რეაქციის დროს შესაძლოა სახეზე გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

  • კანის ქავილი;
  • ეგზემა;
  • გამონაყარი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pet-allergy/symptoms-causes/syc-20352192