ასთმა ბავშვებში

ასთმა ბავშვებში

რა სიმპტომებით ვლინდება ასთმა ბავშვებში?

ბავშვთა ასთმის დროს ფილტვები და სასუნთქი გზა კონკრეტულ ალერგენთან კონტაქტის შემდეგ მარტივად ანთებადი ხდება. ალერგენად ითვლება ჰაერის მტვერი, გაციება ან სხვა რესპირატორული ინფექცია.

მდგომარეობის გამო ვითარდება ისეთიყოველდღიური სიმპტომები, რის გამოც პატარა ადამიანს შეიძლება ხელი ეშლებოდეს თამაშში, სპორტულ აქტივობაში, სკოლაში სწავლასა თუ ძილში.

იმ კლინიკურ შემთხვევებში, რომელსაც სათანადოდ არ მართავენ, მნიშვნელოვნად იზრდება ისეთი საშიში გართულების რისკი როგორიცაა ასთმური შეტევა.

ბავშვთა ასთმა არ განსხვავდება ზრდასრულთა ასთმისგან, თუმცა ბავშვებში მაინც ვლინდება უნიკალური სიმპტომატიკა.

დიაგნოზის გამო ბავშვებს შეიძლება მოუწიოთ გაკვეთილების გაცდენა, მაღალია ჰოსპიტალიზირების აუცილებლობის ან გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მიმართვის რისკი.

ბავშვებში ასთმა არ იკურნება და სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკშიც, თუმცა ადეკვატური კურსით პაციენტი ახერხებს სიმპტომების კონტროლს, მართვას და ფილტვებსაც იცავს დაზიანებისგან.

სიმპტომები

ბავშვთა ასთმის გავრცელებული სიმპტომებია:

  • ხშირი ხველა, რომელიც მწვავდება ვირუსული ინფექციის დროს;
  • ამოსუნთქვის დროს ერთგვარი სტვენის ან ხრიალის ხმა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • სისავსის ან დაჭიმულობის შეგრძნება გულმკერდის არეში.

შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებიც:

  • ხველის ან სუნთქვის უკმარისობის გამო ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
  • გრიპის ან გაციების დროს ხველის გამწვავება;
  • რესპირატორული ინფექციის გადატანის შემდეგ ხანგრძლივი დროით ავადობა ან ბრონქიტი;
  • სუნთქვის პრობლემა, რომლის გამოც პატარას უჭირს თამაშიან ვარჯიში;
  • უძილობით ან ძილთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემით გამოწვეული დაღლილობა.

აღსანიშნავია, რომ ასთმის სიმპტომები თითოეული ბავშვის ორგანიზმში სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

სიმპტომატიკა შესაძლოა გამწვავდეს ან პირიქით შემსუბუქდეს დროთა განმავლობაში.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/childhood-asthma/symptoms-causes/syc-20351507