რას ნიშნავს ტვინის გაყინვის ეფექტი?
ეს მდგომარეობა ასევე ცნობილია სიცივით ინდუცირებული თავის ტკივილის სახელით და ზოგჯერ ისეთ ტერმინსაც იშველიებენ როგორიცაა ნაყინით გამოწვეული თავის ტკივილი ან ტვინის გაყინვის ეფექტი.
რა სახელწოდებითაც არ უნდა განმარტოთ, სტატიაში ვსაუბრობთ ისეთ კლინიკურ შემთხვევებზე, როდესაც თავის ტკივილის აღმოცენების მიზეზია რაიმე ცივი საკვების ჭამა, ცივი წყლის დალევა ან ცივი ჰაერის ჩასუნთქვა.
ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ნაყინი, თუმცა „ტვინის გაყინვის“ ეფექტის განვითარება სხვა ცივ საკვებსა და სასმელსაც შეუძლია. თავის ტკივილიხშირია მაშინაც, როცა ადამიანი ცივ წყალში ჩაყვინთავს.
როგორც წესი, ამ ტიპის თავის ტკივილი ისევე სწრაფად ქრება, როგორც ჩნდება.
სიმპტომები
ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ძლიერი, მწვავე ტკივილი შუბლის არეში;
- ტკივილი, რომელიც თავის პიკს 20-დან 60 წამამდე პერიოდში აღწევს და ამავე დროის ინტერვალში ყუჩდება;
- ტკივილი, რომელიც ძალიან იშვიათად გრძელდება 5 წუთზე დიდხანს.
ვინაიდან ტკივილი თავისით ქრება, ექიმთან მიმართვა და სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არაა.
პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია შეძლებისდაგვარად მოერიდოთ გამღიზიანებელ ფაქტორებს.
სიცივით ინდუცირებული თავის ტკივილისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც შაკიკისკენ არიან მიდრეკილნი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ice-cream-headaches/symptoms-causes/syc-20373733