კომპანია Fortis Healthcare Limited ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია

კომპანია Fortis Healthcare Limited ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია

ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორთა სია ყოველდღიურად იზრდება.

ამჯერად მოგითხრობთ ინდოეთის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Fortis Healthcare Limited-ის შესახებ, რომელიც მსოფლიოს 4 ქვეყანაში ოპერირებს და წარმატებული კლინიკებისა თუ დიაგნოსტირების ცენტრებისგან შედგება.

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრსა და აღნიშნულ კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები ინდოეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მკურნალობას გაცილებით მარტივად შეძლებენ. 

როგორც ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ნეფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, კომპანია მუმბაიში ფლობს 4 კლინიკას, სადაც პაციენტი ყველა პროფილის ექიმის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს. 

"კლინიკაში ტარდება ღვიძლის, თირკმლისა და გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაციები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კლინიკის ბაზაზე წარმატებით დაინერგა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რობოტული ქირურგია", - განაცხადა ქალბატონმა ეკატერინემ.