მორფეა - რა სიმპტომებით ვლინდება კანის იშვიათი დაავადება?

მორფეა - რა სიმპტომებით ვლინდება კანის იშვიათი დაავადება?

რა არის მორფეა?

შემოფარგლული სკლეროდერმია (მორფეა) კანის იშვიათი დაავადებაა, რომელიც კანზე იწვევს უმტკივნეულო ლაქებს.

როგორც წესი, დაავადების გამო კანის ვიზუალი იცვლება მუცლის, გულმკერდისა თუ ზურგის არეში. თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს მკლავებსა და სახეზე.

დროთა განმავლობაში ლაქა შესაძლებელია გამოშრეს, გახდეს გლუვი ან გასქელდეს.

დაავადება, ძირითადად, აზიანებს კანის გარეთა ფენას, შრეს, თუმცა ზოგიერთი ფორმის დროს ზარალდება უფრო ღრმა ქსოვილებიც, შესაბამისად, იწვევს სახსრებში მოძრაობის შეზღუდვას.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მორფეას მდგომარეობა დროთა განმავლობაში თავისით უმჯობესდება.

სიმპტომები

შემოფარგლული სკლეროდერმიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • კანზე მდებარე ლაქების შეწითლება ან იისფერი შეფერილობა;
  • ლაქები, რომელიც თანდათან ღიავდება ან ცენტრი უთეთრდება;
  • ხაზისებრი ლაქები (უმეტესად მკლავებზე ან ფეხზე, შესაძლოა შუბლზე თუ სკალპზე);
  • დაზიანებული კანი მაგრდება და სქელდება. შესაძლოა კანი გახდეს გამომშრალი და ერთგვარი მოპრიალებული ეფექტი დატოვოს.

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ გამაგრებული ან გასქელებული კანი, შეწითლებული ლაქები.

გახსოვდეთ, ადრეული დიაგნოსტირებითა და მკურნალობით შესაძლებელია ნებისმიერი გართულების პრევენცია.

შემოფარგლული სკლეროდერმიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. შესაძლოა მიზეზი იყოს იმუნიტეტის უჩვეულო რეაქცია.

მორფეას რისკ-ჯგუფში მყოფ პაციენტებში პათოლოგიის ჩამოყალიბებას შესაძლოა ხელს უწყობდეს დაზიანებულ არეში მიღებული ტრავმა, ქიმიური ტოქსინის ზემოქმედება, ინფექცია ან სხივური თერაპია (რადიოთერაპია).

მორფეა არ არის გადამდები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/morphea/symptoms-causes/syc-20375283