ჭარხალი აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ამ გემრიელ ბოსტნეულში ორგანიზმისთვის რეკომენდებული ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების უნიკალური კომბინაციაა.
ჭარხალი მდიდარია საკვები ბოჭკოთი, ფოლატით, კალიუმით, კალციუმით, რკინით, მაგნიუმით, ფოსფორით, სპილენძით, თუთიით, ანტიოქსიდანტებით.
თითოეული მინერალი სხვადასხვა დატვირთვით ფუნქციონირებს ორგანიზმში და ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად: ჩართულია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესში, ზრუნავს უჯრედის სიჯანსაღეზე, აძლიერებს ძვალს, აუმჯობესებს იმუნიტეტს, მონაწილეობს კოლაგენის გამომუშავებაში, ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს, ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს და სხვა.
წარმოგიდგენთ ჭარხლის სასარგებლო თვისებებს:
- არეგულირებს სისხლის წნევას;
- ორგანიზმს სასიცოცხლო ძალებით, ენერგიით ამარაგებს/ავსებს;
- აუმჯობესებს შემეცნებით ფუნქციას;
- აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის;
- ზრუნავს თქვენი კანის სიჯანსაღეზე;
- აძლიერებს იმუნიტეტს;
- გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით;
- ღვიძლიდან დევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს.
წყარო:
https://spreademkitchen.com/blog/7-reasons-to-eat-more-beets-the-healthy-superfood-root-vegetable