უპასუხეთ გულახდილად რამდენიმე შეკითხვას, ჩაინიშნეთ პასუხი.
მოგეწონათ ტესტი, დაემთხვა პასუხები? გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი კომენტარის ველში.
ეს არის ტიბეტური პერსონალური ტესტი, რომელიც ყველაზე ღრმად მიმალულ სურვილებსაც კი გამოაშკარავებს - მეტს შეიტყობთ ქვეცნობიერისა და პიროვნული თვისებების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ და ზუსტად შეასრულოთ ინსტრუქცია. მთავარია თითოეულ გრაფაზე დიდხანს არ იფიქროთ - ყველაზე კარგი პასუხია ის, რომელიც პირველად გაიელვებს გონებაში.
თუ მზად ხართ, დავიწყოთ.
პირველი დავალება
წარმოიდგინეთ თქვენ წინ დგას ეს 5 ცხოველი: ძროხა, ცხვარი, ვეფხვი, ცხენი და ღორი.
ახლა ეს 5 ცხოველი იმ თანმიმდევრობით დააწყვეთ თუ რომელი მოგწონთ უფრო მეტად. მაგალითად, პირველი ადგილი მიანიჭეთ მას, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და ამ თანმიმდევრობით გაანაწილეთ.
მეორე დავალება
მეორე დავალებაში მოცემულ ჩამონათვალს გვერდით მიუწერეთ ერთი სიტყვა, რომელიც კონკრეტულ სიტყვაზე გარკვეულ ასოციაციას გიქმნით, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს/აღწერს მას.
შეავსეთ ეს ჩამონათვალი მხოლოდ ერთი სიტყვით:
- ძაღლი არის (დაურთეთ ასოციაცია);
- კატა არის (დაურთეთ ასოციაცია);
- ვირთხა არის (დაურთეთ ასოციაცია);
- ყავა არის (დაურთეთ ასოციაცია);
- ზღვა არის (დაურთეთ ასოციაცია).
მესამე დავალება
თქვენი ცხოვრებიდან 5 ადამიანს მიანიჭეთ ფერი. თითოეული ფერის გვერდით მიუთითეთ კონკრეტული ადამიანი.
ეს 5 ფერია:
- ყვითელი;
- ნარინჯისფერი;
- წითელი;
- თეთრი;
- მწვანე.
პასუხი
გილოცავთ, წარმატებით შეასრულეთ დავალება და ახლა პასუხების დროა.
პირველი დავალების პასუხები
ამ პუნქტში თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტებია განლაგებული.
გადაამოწმეთ რა თანმიმდევრობით დააწყვეთ ცხოველები და გაიგეთ რა არის მთავარი და ნაკლებად მნიშვნელოვანი თქვენთვის.
ტესტის მიხედვით, თითოეული ცხოველი შეესაბამება შემდეგ სიმბოლოს:
- ძროხა - კარიერა;
- ვეფხვი - საკუთარი ღირებულებების პატივისცემა;
- ცხვარი - სიყვარული;
- ცხენი - ოჯახი;
- ღორი - ფული.
მეორე დავალების პასუხები
მეორე პუნქტში თქვენი პოზიცია, ურთიერთდამოკიდებულება იგრძნობა ცხოვრებისადმი.
5 სიტყვა ერთი განმარტებით უნდა დაგეხასიათებინათ. როგორ დაახასიათეთ თითოეული სიტყვა?
ახლა კი გაეცანით ამ სიტყვების სიმბოლოს ტესტში:
- ძაღლი - თქვენი პიროვნებაა;
- კატა - თქვენი პარტნიორის პიროვნული თვისება იგულისხმება;
- ვირთხა - თქვენი მტერია;
- ყავა - თქვენი დამოკიდებულებაა სექსისადმი;
- ზღვა - თქვენი ცხოვრებაა.
მესამე დავალების პასუხები
მესამე დავალებაში 5 ფერისთვის 5 ადამიანი უნდა შეგერჩიათ. ეს 5 ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა ფერის მიხედვით სხვადასხვა დატვირთვას ანიჭებთ.
აი, ამ 5 ფერის განმარტება ტესტის მიხედვით:
- ყვითელი - ადამიანი, რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე დადებითი გავლენა მოახდინა;
- ნარინჯისფერი - პიროვნება, რომელიც თქვენთვის ნამდვილი მეგობარია;
- წითელი - ადამიანი, რომელიც მთელი გულით გიყვართ;
- თეთრი - თქვენი ნამდვილი, სულიერი ადამიანი;
- მწვანე - პიროვნება, რომელსაც არასდროს დაივიწყებთ.
წყარო:
https://www.powerofpositivity.com/ancient-tibetan-test-reveal-personality/