ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 26 მარტის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 49 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 2 401 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 292 და დაიღუპა 22 ადამიანი, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 29 771 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 964 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 192 და დაიღუპა 7 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 2 811 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 154 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 14 878 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 252 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 275 ადამიანი და დაიღუპა 2.
წყარო:
https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/situation-reports