მენსტრუაცია თვეში ორჯერ მომივიდა - ნორმა თუ დარღვევა?
თუმცა შესაძლოა მერყეობდეს 24-დან 38 დღემდეც კი. თუ მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე შორის პერიოდი უფრო ხანმოკლეა, ციკლი თვეში ორჯერ მოდის.
თუ ციკლი თვეში ორჯერ მოგივიდათ, გთხოვთ, არ შეგეშინდეთ და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გახსოვდეთ, მენსტრუაციის დროს დროებითი ცვლილებებისგან არავინაა დაზღვეული და თუ ეს იშვიათად ან ერთხელ დაფიქსირდა, უჩვეულო ამაში არაფერია.
თუმცა თუ ციკლი თვეში ორჯერ ხშირად გაქვთ, ანუ სისტემატური სახე აქვს, ორგანიზმი გარკვეულ პრობლემაზე მიგანიშნებთ.
რა მიზეზით შეიძლება ჰქონდეს ქალს ციკლი თვეში ორჯერ?
წარმოგიდგენთ რამდენიმე შესაძლო მიზეზს:
- ზოგჯერ, იშვიათად ქალს მენსტრუაციის ხანგრძლივობა (პერიოდი მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე) მოკლე აქვს - შედეგაც ციკლი თვეში ორჯერ მოდის. თუმცა ციკლი შემდეგი თვიდან რეგულარულ, ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდება, ანუ თვეში ერთხელ მოგივათ. ასევე შეიძლება ზოგჯერ ისე მოხდეს, რომ წინა პერიოდი თვის ბოლო რიცხვებს დაემთხვეს და ციკლის დღეებმა შემდეგ თვეში გადმოინაცვლოს, რასაკვირველია, იმავე თვის ბოლოს ისევ მოგივათ;
- არარეგულარული მენსტრუაცია ხშირია ახალგაზრდა გოგონებში. პირველი მენსტრუაციიდან 6 წელიც კია საჭირო ციკლმა რეგულარული სახე რომ მიიღოს;
- ენდომეტრიოზი;
- შესაძლოა ეს მდგომარეობა პერიმენოპაუზის სიმპტომი იყოს. პერიმენოპაუზა მენოპაუზის „გარშემო“ ასაკს ნიშნავს. მდგომარეობას მენოპაუზურ გადასვლასაც უწოდებენ;
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა;
- საშვილოსნოს ფიბროზი.
როდის მივმართოთ ექიმს?
როგორც უკვე მოგახსენეთ, თუ ერთხელ (მენსტრუაცია თვეში ორჯერ) ან იშვიათად გამოვლინდა, საშიში არაა, მაგრამ რეგულარული სახე უკვე საყურადღებოა და არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ ციკლი თვეში ორჯერ გაქვთ ზედიზედ 2-3 თვის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ სტატიაში წარმოდგენილ სხვადასხვა მდგომარეობას არარეგულარულ ციკლთან ერთად აქვს შესაბამისი, სპეციფიკური სიმპტომები - მენსტრუაციასთან ერთად სხვა ნიშნების გამოვლენისთანავე დაუკავშირდით ექიმს, ნუ დაელოდებით შემდეგ თვეს.
წყარო: