ამ მანევრით ადამიანს დახრჩობისგან იხსნით

ამ მანევრით ადამიანს დახრჩობისგან იხსნით

რა არის ჰეიმლიხის მანევრი?

ჰეიმლიხის მანევრი პირველადი გადაუდებელი დახმარების მეთოდია, რომელიც რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ადამიანი იხრჩობა.

გაითვალისწინეთ, ეს მეთოდი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც საკვების, სათამაშოსა თუ სხვა რომელიმე უცხო სხეულის გადაცდენის/გადაყლაპვის გამო ადამიანს დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირს. 

ჰეიმლიხის მანევრი სრულდება შემდეგი გზით, ინსტრუქცია ასეთია: 

• პიროვნების ზურგსუკან დადექით და ხელები მუცელზე შემოხვიეთ; 
• ცერა თითი უნდა გედოთ გულმკერდის ნეკნის ქვეშ და ჭიპიდან 5 სანტიმეტრით მაღლა;
• სწრაფად და ძლიერადბიძგისებურად უნდა შეასრულოთ ზეწოლა ქვემოდან ზემოთ (ხუთჯერ);
• ეს მოქმედება უნდა განაგრძოთ მანამ, სანამ პაციენტი დამოუკიდებლად სუნთქვას შეძლებს და უცხო სხეული სასუნთქი გზიდან მოცილდება.

 

 

 

წყარო

https://my.clevelandclinic.org/health/treatments/21675-heimlich-maneuver