როგორ მოქმედებს თაფლიანი წყალი ორგანიზმზე?

როგორ მოქმედებს თაფლიანი წყალი ორგანიზმზე?

სასარგებლოა თუ არა თაფლიანი წყალი?

თაფლი გამოირჩევა ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედებით. მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით.

ეს გემრიელი საკვები ორგანიზმში ენერგეტიკულ დონეს ამაღლებს, დადებითი ეფექტი აქვს გუნება-განწყობილებაზე, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილის ხარისხს, შეუცვლელია კუჭ-ნაწლავის აშლილობის დასარეგულირებლად და ღებინების შეგრძნების პრევენციისთვის.

თაფლის მეშვეობით, ორგანიზმი უკეთ ებრძვის დამწვრობებს, ჭრილობაც უკეთ შუშდება. რეკომენდებულია დიარეას დროს მკურნალობის მიზნით.

თაფლი ებრძვის ბაქტერიას, შესაბამისად, ცნობილია როგორც ინფექციის სამკურნალო საშუალება.

თაფლი ამსუბუქებს გაციებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

შეგიძლიათ მიიღოთ ცივ წყალში (ოთახის ტემპერატურის) გახსნილი თაფლიც.

თაფლიანი წყალი სასარგებლოა:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის;
  • იმუნიტეტისთვის;
  • კანისთვის;
  • წონის დასაკლებად;
  • ორგანიზმიდან ტოქსინების მოსაცილებლად;
  • სისხლში შაქრის ნორმალური მაჩვენებლისთვის;
  • აყუჩებს ყელის ტკივილს.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/264667

https://www.quora.com/What-happens-when-you-drink-honey-with-cold-water