ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომი გრიპის მსგავსი სიმპტომებით, რომელიც სუნთქვის პრობლემას იწვევს

ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომი გრიპის მსგავსი სიმპტომებით, რომელიც სუნთქვის პრობლემას იწვევს

რა არის ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომი?

ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და რომელიც შეიძლება სწრაფად პროგრესირდეს სიცოცხლისთვის საშიშ სუნთქვის პრობლემად.

ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არაერთი ჰანტავირუსი. ვირუსი გადააქვთ მღრღნელებს. დაინფიცირების ძირითადი გზაა მღრღნელების შარდითა და განავლით ჰაერში მოხვედრილი ჰანტავირუსის ჩასუნთქვა.

სამწუხაროდ, ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომის მკურნალობის მეთოდები შეზღუდულია და შესაბამისად, ინფექციისგან თავდაცვაა საჭირო; მაქსიმალურად მოერიდეთ მღრღნელებსა და მათი გავრცელების ადგილებს.

სიმპტომები

სინდრომი მიმდინარეობს ორ ძირითად ეტაპად.

პირველ სტადიაზე პაციენტს აქვს გრიპის სიმპტომები:

  • სიცხე და შეციება;
  • თავისა და კუნთების ტკივილი;
  • ღებინება, დიარეა ან ტკივილი მუცლის არეში.

ვინაიდან საწყის ეტაპზე სპეციფიკური სიმპტომებით არ ვლინდება, რთულია ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომი განასხვავო გრიპისგან, ფილტვების ანთებისგან (პნევმონია) თუ სხვა ვირუსული მდგომარეობებისგან.

4-10 დღის შემდეგ ვლინდება უფრო სერიოზული სიმპტომები, მაგალითად:

  • ხველა ნახველით;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ფილტვში სითხის დაგროვება;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • გულის მუშაობის დაქვეითებული უნარი.

როდის მივმართოთ ექიმს?

ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომის სიმპტომები შესაძლოა სწრაფად გაუარესდეს და სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. სწორედ ამიტომ პირველივე ნიშნების გამოვლენისას და განსაკუთრებით მაშინ თუ ახლოს იმყოფებოდით მღრღნელებთან სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hantavirus-pulmonary-syndrome/symptoms-causes/syc-20351838