რეინოს დაავადება - სტრესის ან სიცივის გამო დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება

რეინოს დაავადება - სტრესის ან სიცივის გამო დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება

რა არის რეინოს დაავადება?

რეინოს დაავადება იწვევს სხეულის ზოგიერთი ნაწილის (ხელის ან ფეხის თითების) დაბუჟებას, გაშეშებას, მგრძნობელობის დაქვეითებას - ეს არის რეაქცია სიცივესა თუ სტრესზე.

რეინოს დაავადების დროს პატარა არტერიები ვიწროვდება. ამ პათოლოგიას ასევე უწოდებენ რეინოს ფენომენს ან რეინოს სინდრომს.

ძირითადად, უვითარდებათ ცივ კლიმატურ გარემოში მცხოვრებ ადამიანებს. მამაკაცებთან შედარებით ქალებს უფრო ხშირად აქვთ რეინოს დაავადების დიაგნოზი.

დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმწვავეზე და ასევე იმაზე პირს აქვს თუ არა თანმხლევი პათოლოგია.

როგორც წესი, რეინოს დაავადება არ იწვევს სერიოზულ გართულებებს, მაგრამ დარღვევა გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.

რეინოს დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:

  • ცივი თითები;
  • სიცივესა თუ სტრესზე რეაქცია, რომელიც გამოიხატება კანის ფერის ცვლილებით;
  • გაშეშება, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, მწვავე ტკივილი.

რეინოს შეტევის დროს კანის დაზიანებული არე თავდაპირველად თეთრდება, შემდეგ ხდება ლურჯი, ადამიანი გრძნობს სიცივესა და დაბუჟებას. ორგანიზმის გათბობისა და სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესების შემდეგ დაზიანებული არე შეიძლება გაწითლდეს, იგრძნოთ პულსაცია, ფეთქვა; კონკრეტული ადგილი სივდება ან გაქვთ ჩხვლეტის, ქავილის შეგრძნება.

რეინოს დაავადება უმეტესად თითებზე ვითარდება, მაგრამ დაზიანებამ შესაძლოა მოიცვას ცხვირი, ყურები, ტუჩი და დვრილიც კი.

გათბობის შემდეგაც კი, რეინოს დაავადების დროს, სისხლის მიმოქცევის ნორმალური აღდგენისთვის საჭიროა 15 წუთი.

რეინოს შეტევის ზუსტი გამომწვევი მიზეზი მეცნიერებისთვის უცნობია. მედიკოსები თვლიან, რომ შეტევა ხელებისა და ფეხების სისხლძარღვების მწვავე რეაქციაა ჰაერის დაბალ ტემპერატურასა და სტრესზე.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/raynauds-disease/symptoms-causes/syc-20363571