ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 24 მარტის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 39 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 1 722 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 943 და დაიღუპა 29 ადამიანი, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 24 087 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 447 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 214 და დაიღუპა 7 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 1 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 136 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 12 428 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 100 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 315 ადამიანი და დაიღუპა 3.
წყარო:
https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/situation-reports