რა არის სხივური თერაპია (რადიოთერაპია)?
რადიოთერაპია (რადიაციული თერაპია) უკვე საუკუნეზე მეტია გამოიყენება მედიცინაში და მეცნიერთა აზრით, იგი კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტურიმეთოდია.
სხივური თერაპიის დროს სიმსივნური უჯრედები ნადგურდება მაიონიზირებელი გამოსხივებით - რადიოთერაპია მოწოდებულია სხვადასხვა ლოკალიზების ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ.
რადიაციული თერაპია სიმსივნეზე მოქმედებს ადგილობრივად, ანადგურებს კიბოს უჯრედებს.
როგორც ონკოლოგები განმარტავენ, რადიოთერაპია ხასიათდება ადგილობრივი მოქმედებით, შესაბამისად, პაციენტი დაცულია სისტემური გვერდითი მოვლენებისგან.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით, გარეგანი სხივური თერაპია არაინვაზიურია! სწორედ სხივური თერაპიის მეშვეობითაა შესაძლებელი სამიზნე ორგანოს შენარჩუნება.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რადიაციული თერაპიით ნადგურდება ის გენეტიკური მასალა, რომელიც პასუხისმგებელია უჯრედების ზრდასა და გაყოფაზე. სიმსივნურ უჯრედებთან ერთად შეიძლება დაზიანდეს ჯანსაღიც, თუმცა ნორმალური უჯრედი აღდგენის უნარით გამოირჩევა.
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში, თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპიის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტთა ნახევარზე მეტს ენიშნება. რადიაციული თერაპიით მკურნალობენ თითქმის ყველა ტიპის კიბოს და უფრო მეტიც, რადიოთერაპია სასარგებლოა არაკანცეროგენური სიმსივნეების მართვის დროსაც.
მკურნალობის რა ეტაპზე ინიშნება რადიოთერაპია?
სხივური თერაპია შესაძლოა დაინიშნოს მკურნალობის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით, მაგალითად:
- როგორც კიბოს მკურნალობის ერთადერთი (ძირითადი) მეთოდი;
- ქირურგიულ ოპერაციამდე კანცეროგენური სიმსივნის შესამცირებლად;
- ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ნებისმიერი დარჩენილი სიმსივნური უჯრედის ზრდის შეჩერების მიზნით;
- მკურნალობის სხვა მეთოდთან (მაგალითად, ქიმიოთერაპია) კომბინაციაში სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად;
- კიბოს პროგრესირების შემთხვევაში დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/radiation-therapy/about/pac-20385162