რა არის ტენდინიტი?
ტენდინიტი მყესის ანთება ან გაღიზიანებაა.
ტენდინიტის გამო პაციენტი უჩივის ტკივილსა და დაჭიმულობას, მგრძნობელობის მომატებას სახსართან.
ტენდინიტი შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ მყესში, მაგრამ ყველაზე ხშირად ვლინდება მხრის, იდაყვის, მაჯის, ქუსლისა და მუხლის არეში.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მყესის ანთების მართვა წარმატებითაა შესაძლებელი მოსვენებით - ტკივილი მცირდება ფიზიოთერაპიითა და მედიკამენტებით. თუმცა ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა დგება მაშინ, როცა მყესია გაწყვეტილი, ანუ მწვავე ტენდინიტის დროს.
სიმპტომები
მყესის ანთების დროს ვლინდება:
- ტკივილი. პაციენტი უჩივის ყრუ ტკივილს და განსაკუთრებით დაზიანებული კიდურის თუ სახსრის მოძრაობის დროს;
- მგრძნობელობის მომატება;
- მსუბუქი შეშუპება.
ტენდინიტის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა თუ თვითმკურნალობის მიუხედავად სიმპტომები არ ალაგდა რამდენიმე დღეში და ტკივილი ან სხვა სახის დისკომფორტი ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს.
როგორც წესი, მყესის ანთების ან გაღიზიანების მიზეზია უეცარი ტრავმა, დაზიანება. თუმცა უფრო ხშირად ტენდინიტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში განმეორებითი მოძრაობები (ჰობის ან სამსახურის გამო).
რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან ხანდაზმულები. რისკ-ჯგუფში შედიან პირები, რომლებიც სპეციფიკურ საქმიანობას ეწევიან ან სპორტს (ბეისბოლი, კალათბურთი, ბოულინგი, გოლფი, ცურვა, ჩოგბურთი) მისდევენ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/tendinitis/symptoms-causes/syc-20378243