ორგანიზმში მიმდინარე რა ცვლილებების დროს ვითარდება გამონაყარი მკერდზე?

ორგანიზმში მიმდინარე რა ცვლილებების დროს ვითარდება გამონაყარი მკერდზე?

საყურადღებოა თუ არა მკერდზე არსებული გამონაყარი?

ამ ტიპის გამონაყარი ჩნდება მკერდზე - კანი არის შეწითლებული და გაღიზიანებული. მკერდზე გამონაყარი შესაძლოა იწვევდეს ქავილს, ტკივილს, დაიფეროს ბუშტებით, აიქერცლოს.

მკერდზე გამონაყარს განმარტავენ დერმატიტის და ალერგიული გამონაყარის სახელწოდებითაც.

გამომწვევი მიზეზი

აღსანიშნავია, რომ უმეტესად მკერდზე გამონაყარს იწვევს იმავე მიზეზი, რის გამოც რეაქცია ვითარდება სხეულის სხვადასხვა არეზე. თუმცა ზოგიერთი ტიპის გამონაყარი მხოლოდ მკერდზე გვხვდება.

გამონაყარი მხოლოდ მკერდზე ვითარდება შემდეგი მიზეზის გამო:

  • მკერდის აბსცესი;
  • ანთებითი ძუძუს სიმსივნე;
  • სარძევე სადინრის ექსტაზია;
  • მასტიტი;
  • დვრილის (ძუძუსთავი) დერმატიტი;
  • პაჯეტის დაავადება მკერდზე.

მკერდზე გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს ისეთი მიზეზითაც, რომლის გამოც სხეულის ნებისმიერი არე ღიზიანდება, მაგალითად:

  • ატოპიური დერმატიტი;
  • ცელულიტი;
  • დერმატიტი;
  • ალერგიული გამონაყარი და ანგიოდემა;
  • ფსორიაზი;
  • სებორეული დერმატიტი;
  • მუნი;
  • სირსველი.

როდის მივმართოთ ექიმს?

იშვიათად, რომ მკერდზე გამონაყარი სასწრაფო გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებდეს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გამონაყარი არ ალაგდა თვითმკურნალობის მიუხედავად ან გამონაყარს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

  • სიცხე;
  • ძლიერი ტკივილი;
  • წყლული;
  • გამონაყარზე გაჩნდა წითელი ზოლები;
  • მუწუკიდან გამოიჟონა ყვითელი ან მწვანე სითხე;
  • სიმპტომები გამწვავდა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/breast-rash/basics/definition/sym-20050817