რომელი საკვები იწვევს ნაწლავებში აირების დაგროვებას?

რომელი საკვები იწვევს ნაწლავებში აირების დაგროვებას?

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი შეიცავს ნაწლავების აირს, როგორც ყლაპვისა და მონელების ბუნებრივ შედეგს.

ფაქტია, რომ ვიდრე მსხვილ ნაწლავშიარ მოხვდება,ზოგიერთი საკვები სრულყოფილად არ იშლება. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ჭარბი რაოდენობით აირის დაგროვება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევაზე მიუთითებს.

გამომწვევი მიზეზი

მუცლის ზედა არეში ჭარბი აირის დაგროვების მიზეზი შესაძლოა იყოს ნორმაზე მეტი ჰაერის ჩაყლაპვა (თამბაქოს მოწევის, ჭამისა თუ საღეჭი რეზინის ღეჭვის დროს). ქვედა არეში ნაწლავების ჭარბი აირი გროვდება ზოგიერთი პროდუქტის გამო.

ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით აირის დაგროვების მიზეზია შემდეგი საკვებითუ სასმელი:

  • ლობიო და ოსპი;
  • კომბოსტო, ბროკოლი;
  • ქატო;
  • რძის პროდუქტები;
  • ფრუქტოზა, რომელსაც შეიცავს ზოგიერთი ხილი და რომელიც ასევე გამოიყენება როგორც გაზიანი სასმელისა თუ სხვა პროდუქტის დამატკბობელი;
  • სორბიტი (შაქრის შემცვლელი), რომელსაც შეიცავს უშაქრო საღეჭი რეზინი;
  • ლუდი.

ზოგჯერ ნაწლავში აირების დაგროვების მიზეზი ზოგიერთი მდგომარეობა თუ დაავადებაა.

ნაწლავში ჭარბი რაოდენობით აირების დაგროვების მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ავტოიმუნური პანკრეატიტი;
  • ცელიაკიის დაავადება;
  • კრონის დაავადება;
  • დიაბეტი;
  • კვებითი დარღვევა;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება;
  • ნაწლავის ობსტრუქცია;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ლაქტოზის აუტანლობა და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, იშვიათად რომ ნაწლავში აირი სერიოზული პათოლოგიით იყოს გამოწვეული.

შეიძლება შექმნას დისკომფორტი და უხერხულობა, მაგრამ ჩვეულებრივ, იგი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ნიშანია.

თუ აირის დაგროვება გარკვეულ დისკომფორტს გიქმნით, შეცვალეთ კვების რაციონი.

თუმცა აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ნაწლავში აირის დაგროვება მუდმივი ხასიათის და მწვავეა, თან ერთვის ღებინება, დიარეა, ყაბზობა, უმიზეზოდ წონის კლება, გულძმარვა, შენიშნეთ სისხლი განავალში.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/intestinal-gas/basics/definition/sym-20050922