ეს უსიამოვნო ჩივილი ცხოვრებაში ერთხელ თითქმის ყველა ადამიანს განუცდია.
სიმპტომის აღწერისას ადამიანები ამბობენ, რომ თითქოს:
- ყელში ბურთია;
- ყელში რაღაც არის გაჭედილი;
- შეგრძნება, რომ საკვები ვერ ჩაყლაპეს.
ამ დისკომფორტის გამო პირს ეუფლება უსიამოვნო შეგრძნება, უჭირს ყლაპვა და სუნთქვა.
შესაძლოა ყელში ბურთის შეგრძნება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესით იყოს განპირობებული, თუმცა უმეტესად სტრესის გამო, ნევროზულ ფონზე ვითარდება.
როგორც წესი, ფიზიკური გასინჯვის დროს ექიმი ყელში საგანს, ნივთს ვერ პოულობს და პაციენტს ამის დაჯერება უჭირს, რადგან რეალურად ყელში ბურთის განცდა აქვს.
გამომწვევი მიზეზი
ხშირად დისკომფორტი ფსიქოლოგიური ფაქტორითაა გამოწვეული და მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრესი, შფოთვა, დეპრესია, გადაღლა.
ზოგჯერ ამის მიზეზია საკვებიც - ღამით დიდი რაოდენობით საკვების მიღება, ჩქარა ჭამა; ამ შეგრძნებას შეიძლება განმარტავდეთ ასე - საკვები გულზე დამადგაო.
ასევე შესაძლოა გამომწვევი მიზეზი იყოს:
- ხახის ანთებითი მდგომარეობა;
- გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება;
- ყელის კუნთების დაჭიმულობა;
- საყლაპავი მილის პათოლოგიური ფუნქციონირება;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
- სახსრის ან კუნთოვანი პრობლემები და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
შესაძლოა ექიმის კონსულტაცია არ დაგჭირდეთ (თუ მხოლოდ ერთხელ გამოვლინდა) და დისკომფორტი თავისით ალაგდეს.
თუმცა თუ ეს შეგრძნება ქრონიკული ხასიათისაა, გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების მიზნით, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/320245#what-is-globus-sensation