რა არის პლევრიტი?
პლევრიტი პლევრის ანთებითი მდგომარეობაა.
პლევრიტი იწვევს ბასრ გულმკერდის ტკივილს, რომელიც მწვავდება სუნთქვის დროს. პლევრიტის დროს ქსოვილი შუპდება და წარმოიქმნება ანთებითი პროცესი.
მკურნალობის კურსი მოიცავს ტკივილის მართვასა და გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრას.
სიმპტომები
პლევრიტის სიმპტომებია:
- ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც უარესდება სუნთქვის, ხველის ან ცემინების დროს;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ხველა (ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში);
- სიცხე (ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში).
პლევრიტით გამოწვეული ტკივილი შესაძლოა გაძლიერდეს სხეულის ზედა ნაწილის მოძრაობის გამო და გავრცელდეს მხრისა და ზურგის არეში.
პლევრის ანთებით მდგომარეობას თან შესაძლოა ერთვოდეს პლევრის ეფუზია, ფილტვის კოლაფსი ან ემპიემა.
როდის მივმართოთ ექიმს?
დაუკავშირდით ექიმს თუ სუნთქვისას გაწუხებთ აუხსნელი მიზეზით გამოწვეული ინტენსიური ტკივილი გულმკერდის არეში. შესაძლოა ეს სიმპტომი ფილტვის, გულის ან პლევრის პრობლემაზე, ან სხვა ფარულად მიმდინარე დაავადებაზე მიგვანიშნებდეს. აუცილებელია ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა და მკურნალობა.
გამომწვევი მიზეზი
პლევრიტის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია, პლევრის ანთებას შესაძლოა იწვევდეს:
- ვირუსული ინფექცია;
- ბაქტერიული ინფექცია;
- სოკოვანი ინფექცია;
- ავტოიმუნური დარღვევა;
- პლევრის ზედაპირთან ახლოს მდებარე ფილტვის კიბო;
- ფილტვის ემბოლია;
- ტუბერკულოზი;
- ნეკნის მოტეხილობა ან ტრავმა;
- ზოგიერთი მემკვიდრული დაავადება;
- ზოგიერთი მედიკამენტი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pleurisy/symptoms-causes/syc-20351863