ფობია

ფობია

რას ნიშნავს ფობია?

ფობია არის იმ სიტუაციისა თუ საგნის გადაჭარბებული შიში, რომელიც სინამდვილეში ნაკლებადაა საფრთხის შემცველი, თუმცა ამის მიუხედავად ორგანიზმში იწვევს შფოთვას.

ხანმოკლე, დროებითმღელვარებასთან შედარებით, რომელიც უმეტესად ვლინდება გამოცდის თუ სიტყვით გამოსვლის წინ, ფობია უფრო ხანგრძლივი და ინტენსიურია, ხასიათდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური რეაქციით. ეს რეაქცია იმდენად მძაფრია, რომ ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში.

ფობია მრავალფეროვანია.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ,სპეციფიკური ფობია ყველაზე ხშირად იწვევს შფოთვით დარღვევას და ამასთან, ყველა ფობიას არ სჭირდება მკურნალობა.

თუმცა თუ შიში ცხოვრების ყოველდღიურტემპზე უარყოფითად აისახება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს;თერაპია დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში.

ფობიის ტიპის მიუხედავად, როგორც წესი, უმეტესად ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • მოულოდნელი, ინტენსიური შიში, შფოთვა და პანიკა;
  • გიჭირთ შიშის კონტროლი;
  • მაქსიმალურად ერიდებით შფოთვისა თუ შიშის გამომწვევ სიტუაციას;
  • შიშის გამო ნორმალური ფუნქციონირება დარღვეულია;
  • ოფლიანობა;
  • აჩქარებული გულისცემა, სუნთქვის გაძნელება;
  • გულისრევით გამოწვეული თავბრუსხვევა ან გულის წასვლა და სხვა.

სპეციფიკური ფობიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ნეგატიური გამოცდილება;
  • გენეტიკური განწყობა და გარემო;
  • ტვინში მიმდინარე გარკვეული ცვლილებები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/specific-phobias/symptoms-causes/syc-20355156