როგორც წესი, ფილტვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის აუცილებლობას მაშინ ვაცნობიერებთ, როცა სუნთქვა გვიჭირს.
სუნთქვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის, დისკომფორტის აღმოცენებისთანავე ვაცნობიერებთ თუ როგორ არ ვზრუნავდით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ ორგანოზე როგორიც ფილტვია.
ფილტვი ორგანოებს ჟანგბადით ამარაგებს და ორგანიზმიდან ნახშირორჟანგს დევნის.
ფილტვის ჯანმრთელობაზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს გენეტიკა, დაავადებები და გარემო ფაქტორები. მთელი რიგი რისკ-ფაქტორების შედეგად ვლინდება რესპირატორული პრობლემები.
რეკომენდებულია ფილტვთან დაკავშირებული ყველაზე მსუბუქი სიმპტომიც კი მნიშვნელოვან სიგნალად ჩათვალოთ და ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, დროულად მიმართოთ ექიმს.
საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:
- ქრონიკული ხველა (ხველა ქრონიკულია, თუ გაწუხებთ 8 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში). ქრონიკული ხველა ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი სიმპტომია და უმეტესად რესპირატორული სისტემის პრობლემაზე მიგანიშნებთ;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ქრონიკული ნახველი (თუ ნახველი გამომუშავდება 1 თვის ან მეტი დროის განმავლობაში, პაციენტს დიდი ალბათობით ფილტვის დაავადება აქვს);
- შემაწუხებლად მძიმედ სუნთქვა, ხიხინით სუნთქვა;
- სისხლის ამოხველება;
- აუხსნელი,ქრონიკული ტკივილი გულმკერდის არეში და განსაკუთრებით მაშინ, როცა ტკივილი მწვავდება სუნთქვის ან ხველის დროს.
წყარო:
https://www.lung.org/lung-health-diseases/warning-signs-of-lung-disease