საშიშია თუ არა ტერფის ტკივილი?

საშიშია თუ არა ტერფის ტკივილი?

ტერფი ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების რთული, კომპლექსური ერთიანობაა.

ეს კომპლექსი იმდენად ძლიერია, რომ მთლიანი სხეულის წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, ტერფი შესაძლოა დაზიანდეს ტრავმის გამო და დაზიანების შედეგად ტკივილიც არ აყოვნებს. ტერფის ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს ფეხის სხვადასხვა არეში - ფეხის თითებიდან აქილევსის მყესამდე და სხვა.

ტერფის მსუბუქი ტკივილის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებშიც, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გარკვეული დროა საჭირო.

თუმცა ტერფის მწვავე ტკივილის დროს მდგომარეობა უნდა შეაფასოს ექიმმა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ტკივილი გამოწვეულია ტრავმით.

ტერფის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ტრავმით, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით ან ძვლების, იოგისა თუ მყესის ანთებითი პროცესით. ართრიტიც ხშირად იწვევს ტერფის ტკივილს. გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი მწველი ტკივილი ვლინდება ტერფის ნერვის დაზიანების დროს.

ტერფის ტკივილს შესაძლოა იწვევდეს:

  • აქილევსის მყესის ანთება;
  • აქილევსის მყესის გახევა;
  • ტერფის მოტეხილობა;
  • ფეხის თითის მოტეხილობა;
  • ბურსიტი;
  • დიაბეტური ნეიროპათია;
  • ბრტყელი ტერფი;
  • სტრესული მოტეხილობა;
  • ფეხის თითის ფრჩხილის ჩაზრდა;
  • მეტატარსალგია;
  • ოსტეოართრიტი;
  • ოსტეომიელიტი;
  • პერიფერიული ნეიროპათია;
  • რეინოს დაავადება;
  • რეაქტიული ართრიტი;
  • სეპტიკური ართრიტი და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

  • მწვავე ტკივილი ან შეშუპება;
  • ღია ჭრილობა;
  • ინფექციის ნიშნები;
  • გიჭირთ სიარული;
  • გაქვთ დიაბეტი და შენიშნეთ ჭრილობა, რომელიც არის ღრმა ან არ შუშდება, შეხებისას თბილია, ან შესიებული.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ:

  • სახლში მკურნალობის მიუხედავად შეშუპება არ ალაგდა 2-5 დღის შემდეგ;
  • რამდენიმე კვირის შემდეგაც კი უჩივით ტკივილს;
  • გაქვთ მწველი ტკივილი, ტერფის დაბუჟება.

მკურნალობა სახლის პირობებში

თუ ტერფის ტკივილი გამოწვეულია დაზიანების ან დატვირთვის გამო და მდგომარეობა მსუბუქია, შეგიძლიათ სახლში იმკურნალოთ.

რეკომენდებულია ტერფზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე 15-20 წუთით დაიდოთ ყინული და მოერიდოთ მოძრაობას, ფეხი დაასვენეთ. შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელიც.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/foot-pain/basics/definition/sym-20050792