ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 23 მარტის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 40 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 1 727 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 850 და დაიღუპა 35 ადამიანი, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 20 131 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 318 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 519 და დაიღუპა 13 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 1 706 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 145 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 17 331 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 213 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 251 ადამიანი და დაიღუპა 3.
წყარო:
https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/situation-reports