რა ფუნქციას ასრულებს ღვიძლი ორგანიზმში?
ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანოა. ღვიძლში უამრავი ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს და თითოეული მათგანი აუცილებელია მთლიანი სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ღვიძლი მონაწილეობს ცილების, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ცხიმებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ცვლაში. მისი მთავარი დანიშნულებაა ორგანიზმის დეტოქსიკაცია და სწორედ ამ ფუნქციის გამო ხშირად უწოდებენ სხეულის ბიოლოგიურ ფილტრს.ღვიძლია პასუხისმგებელი საკვები ნივთიერებების სინთეზსა და შენახვა-აკუმულირებაზე, ასევე უვარგისი ნივთიერებების დაშლა-მონელების პროცესზე.
ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისთვის აუცილებელია ღვიძლი სათანადოდ ფუნქციონირებდეს.
ღვიძლისთვის სასარგებლოა:
- ყავა;
- ჩაი;
- ციტრუსი;
- მოცვი;
- ყურძენი;
- ჭარხლის წვენი;
- ბრიუსელის კომბოსტო;
- ბროკოლი;
- თხილეული;
- ცხიმიანი თევზი;
- კერძები მოამზადეთ ზეითუნის ზეთით;
- ყვავილოვანი კომბოსტო;
- ნიორი;
- კვერცხი;
- ისპანახი;
- წითელი მხალი;
- ვაშლი;
- სტაფილო;
- სალათა;
- ავოკადო.
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/11-foods-for-your-liver#TOC_TITLE_HDR_1
https://www.narayanahealth.org/blog/diet-for-a-healthy-liver-dos-and-donts/