გაითვალისწინეთ რამდენიმე რეკომენდაცია, იზრუნეთ რესპირატორულ სისტემაზე.
სუნთქვა აირთა ცვლის ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი მარაგდება ჟანგბადით დათავისუფლდება ნახშირორჟანგისგან.
სასუნთქი სისტემა ფილტვისა და მასთან დაკავშირებული ჰაერგამტარი გზებისგან შედგება - ცხვირის ღრუ ჰაერის მიმღებ ორგანოდ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ სხეულში ფილტვი არაერთი ბარიერითაა დაცული, ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოზე ზრუნვა მაინც საჭიროა.
როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა დარდობს წონაზე, ცდილობს მოიწესრიგოს საჭმლის მონელების პროცესი, გაიუმჯობესოს მეტაბოლიზმი - მედიკოსები თვლიან, რომ ხშირად რესპირატორული სისტემა უყურადღებოდ რჩება და რეალურად,ადამიანს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია ფილტვების, დიაფრაგმის, ბრონქებისა თუ ტრაქეას ჯანმრთელობისთვის.
რეკომენდებულია:
- უარი თქვით თამბაქოზე;
- შეიძლება თავად არ ეწეოდეთ თამბაქოს, მაგრამ იყოთ პასიური მწეველი (ანუ ადამიანი, რომელიც სხვის კვამლს ჩაისუნთქავს). ყოველთვის მოერიდეთ იმ სივრცეში ყოფნას, სადაც ეწევიან;
- გახსოვდეთ, დაბინძურებული ჰაერი სასუნთქი სისტემისთვის ძალიან მავნებელია;
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით;
- თუ ვერ ახერხებთ ხელების საპნით დაბანას (შესაძლოა იმყოფებით ისეთ ადგილზე, სადაც საპირფარეშო არ არის) ხელები დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით;
- იზრუნეთ, რომ ოთახში ყოველთვის იყოს სუფთა ჰაერი. გააღეთ ფანჯარა, გაანიავეთ სივრცე, სადაც იმყოფებით;
- სასურველია, სამზარეულოსა და სააბაზანოში გქონდეთ ჰაერის გამწოვი;
- გაციების, რესპირატორულ-ვირუსული ინფექციის თავიდან არიდების მიზნით და განსაკუთრებით იმ დროს, როცა გარშემო გრიპით ბევრი ადამიანი ავადობს, მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;
- სუნთქვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკომფორტისა თუ სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.
წყარო:
https://balance.hcr-manorcare.com/blog-posts/protecting-your-respiratory-system/