ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 21 მარტის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 26 069 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 1 600 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 750 და დაიღუპა 12 ადამიანი, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 22 752 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 426 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაინფიცირდა 278 და დაიღუპა 7 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 1 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 130 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 808 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 17 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 167 ადამიანი და დაიღუპა 8.
წყარო:
https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/situation-reports