ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეთ და წვერის გაპარსვის შემდეგ ქავილი აღარ შეგაწუხებთ

ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეთ და წვერის გაპარსვის შემდეგ ქავილი აღარ შეგაწუხებთ

ბევრი მამაკაცი უჩივის ქავილს და სახის კანის გაღიზიანებას პარსვის შემდეგ.

ხშირად ამის მიზეზიკანის არასწორი მოვლაა - გაითვალისწინეთ ეს რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია და დისკომფორტი აღარ შეგაწუხებთ.

რეკომენდებულია:

  • გაპარსვამდე დარწმუნდით, რომ სამართებლის პირი ბასრია და გახსოვდეთ, ბლაგვი სამართებლით პარსვა აუცილებლად გაგიღიზიანებთ კანს, დიდია ჭრილობის რისკიც;
  • სამართებელი შეინახეთ მშრალ ადგილზე, რადგან სველი ზედაპირის გამო ბაქტერიების გამრავლების რისკი იზრდება. სწორედ ამ ბაქტერიის გამო შეიძლება გაგიღიზიანდეთ სახის კანი;
  • ვიდრე გაპარსვას დაიწყებთ, კანი დაირბილეთ;
  • საპარსი კრემი კანზე დაიტანეთ დაგაიჩერეთ 2-3 წუთით;
  • ყოველთვის გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით;
  • გაპარსვისას,ყოველი მოცილებული თმის შემდეგ სამართებელი წყალში დაასველეთ და შემდეგ განაგრძეთ გაპარსვა, ანუ სამართებლის ყოველი მეორე გადასმის შემდეგ მისი პირი უნდა გარეცხოთ თბილი წყლის ჭავლის ქვეშ;
  • გაპარსვის ბოლოს სახეზე მიისხით ცივი წყალი;
  • გაპარსვის შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/325886#causes