ბევრი მამაკაცი უჩივის ქავილს და სახის კანის გაღიზიანებას პარსვის შემდეგ.
ხშირად ამის მიზეზიკანის არასწორი მოვლაა - გაითვალისწინეთ ეს რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია და დისკომფორტი აღარ შეგაწუხებთ.
რეკომენდებულია:
- გაპარსვამდე დარწმუნდით, რომ სამართებლის პირი ბასრია და გახსოვდეთ, ბლაგვი სამართებლით პარსვა აუცილებლად გაგიღიზიანებთ კანს, დიდია ჭრილობის რისკიც;
- სამართებელი შეინახეთ მშრალ ადგილზე, რადგან სველი ზედაპირის გამო ბაქტერიების გამრავლების რისკი იზრდება. სწორედ ამ ბაქტერიის გამო შეიძლება გაგიღიზიანდეთ სახის კანი;
- ვიდრე გაპარსვას დაიწყებთ, კანი დაირბილეთ;
- საპარსი კრემი კანზე დაიტანეთ დაგაიჩერეთ 2-3 წუთით;
- ყოველთვის გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით;
- გაპარსვისას,ყოველი მოცილებული თმის შემდეგ სამართებელი წყალში დაასველეთ და შემდეგ განაგრძეთ გაპარსვა, ანუ სამართებლის ყოველი მეორე გადასმის შემდეგ მისი პირი უნდა გარეცხოთ თბილი წყლის ჭავლის ქვეშ;
- გაპარსვის ბოლოს სახეზე მიისხით ცივი წყალი;
- გაპარსვის შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი.
წყარო: