რატომ არის სასარგებლო D ვიტამინი?
D ვიტამინს მზის სხივების ვიტამინსაც უწოდებენ და აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის ცვლაში, რეკომენდებულია იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად, მოწოდებულია ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის.
ცნობილია, რომ D ვიტამინი გვიცავს რაქიტისგან და ოსტეოპოროზისგან.
მზის სხივების ვიტამინი მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის განვითარების რისკს, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ,ორგანიზმში D ვიტამინი ყველაზე დიდი რაოდენობით მაშინ გამომუშავდება, როცა ადამიანი მზეზე იმყოფება, მზიან ამინდში სეირნობს - ამ ვიტამინის მიღების მთავარი ბუნებრივი წყარო მზის სხივებია, ხოლო D ვიტამინის 10% წარმოიქმნება საკვებიდან.
D ვიტამინით მდიდარია:
- თევზი;
- სოკო;
- რძე;
- იოგურტი;
- მარცვლეული;
- ფორთოხლის წვენი;
- კვერცხი;
- ღორის ნეკნი.
წყარო:
https://www.myfooddata.com/articles/high-vitamin-D-foods.php