რა არის პნევმოთორაქსი?
პნევმოთორაქსი ვლინდება ფილტვის კოლაფსით. პნევმოთორაქსი ვითარდება მაშინ, როდესაც ჰაერი აღწევს ფილტვებსა დაგულმკერდის კედელს შორის მდებარე სივრცეში. ჰაერი აწვება ფილტვის გარეთა ზედაპირს და აღნიშნული ორგანოს კოლაფსს იწვევს.
პნევმოთორაქსი შესაძლოა განვითარდეს სრულყოფილი ფილტვის კოლაფსით ან კოლაბირდესფილტვის მხოლოდ ერთი ნაწილი.
პათოლოგია ვითარდება გულმკერდის არეში ბლაგვი ან გამჭოლი ჭრილობით, ტრავმით მიყენებული დაზიანების, ზოგიერთი სამედიცინო პროცედურის ან ფილტვის დაავადების გამო.ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება.
ძირითადი სიმპტომი მოულოდნელად აღმოცენებული გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის უკმარისობაა.
მკურნალობა
კოლაბირებული ფილტვი სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა.
მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია პლევრის ღრუს პუნქცია (დაგროვილი ჰაერის ამოტუმბვა). თუ ეს მეთოდი ეფექტური არ აღმოჩნდა, თორაკოქირურგი მიმართავს პლევრის ღრუს დრენირებას,ჰაერის აქტიური ასპირაციით; თუ ეს მინი ოპერაციაც უშედეგოა და ფილტვის ქსოვილი არ იშლება,ინიშნება ოპერაცია - ოპერაციის დროს იკერება დაზიანებული ფილტვის ქსოვილიდა შემდგომი დაკვირვებისთვის, მონიტორინგისთვის, ფილტვის სრულ გაშლამდე, დრენაჟის ჩაყენება ხდება საჭირო.
სიმპტომები
როგორც უკვე მოგახსენეთ, პნევმოთორაქსის მთავარი სიმპტომები გულმკერდის არეში უეცარი ტკივილი და სუნთქვის უკმარისობაა.ამასთან, ეს სიმპტომები შესაძლოა აღმოცენდეს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო და ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიშია, შესაბამისად, მოითხოვს დროულ სამედიცინო ჩარევას.
თუ პაციენტს აქვს გულმკერდის მწვავე ტკივილი ან სუნთქვა უჭირს, დრო არ დაკარგოთ და გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება!
გამომწვევი მიზეზი
პნევმოთორაქსის გამომწვევი მიზეზებია:
- ტრავმა, დაზიანება გულმკერდის არეში;
- ფილტვის დაავადება (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, კისტური ფიბროზი, პნევმონია და სხვა);
- ჰაეროვანი ბუშტების რუპტურა;
- მექანიკური ვენტილაცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pneumothorax/symptoms-causes/syc-20350367