რას ნიშნავს ფილტვის ემბოლია?
ფილტვის ემბოლია ფილტვის ერთ-ერთი არტერიის დახშობაა. სისხლის კოლტი ხელს უშლის სისხლის მიდინებას ფილტვებისაკენ, შესაბამისად, პათოლოგია სიცოცხლისთვის საშიშია.
ადეკვატური მკურნალობის კურსით პაციენტის გადარჩენა შესაძლებელია.
პულმონარული ემბოლიის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი ქვედა კიდურებში სისხლის კოლტების ჩამოყალიბებისგან თავის არიდებაა.
სიმპტომები
ფილტვის არტერიის ემბოლიის სიმპტომები განსხვავებულია და სიმპტომატიკა დამოკიდებულია ფილტვის დაზიანების ხარისხზე (ფილტვის ქსოვილის რა რაოდენობაა ჩართული პათოლოგიურ პროცესში), სისხლის კოლტების ზომასა თუ ფილტვის ან გულის დაავადების არსებობაზე.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- სუნთქვის უკმარისობა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- ხველება.
შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომები და მაგალითად:
- აჩქარებულიანარარეგულარული გულისცემა;
- გულის წასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა;
- ჭარბი ოფლიანობა;
- სიცხე;
- ფეხის ტკივილი ან შეშუპება, ან ორივე ერთად;
- ერთგვარი წებოვანი ან ფერშეცვლილი კანი.
გამომწვევი მიზეზი
ფილტვის ემბოლია ვითარდება მაშინ, როდესაც ფილტვის არტერიაში სისხლის კოლტი იჭედება. ჩვეულებრივ, სისხლის კოლტი ყალიბდება ქვედა კიდურების ღრმა ვენებიდან (სამედიცინო ენაზე ღრმა ვენების თრომბოზი).
ბევრ კლინიკურ შემთხვევაში პათოლოგიური პროცესის განვითარებაში სხვადასხვა კოლტია ჩართული.
ზოგჯერ სისხლძარღვებს ახშობს არა სისხლის კოლტი, არამედ სხვა ნივთიერებები და კერძოდ:
- ლულოვანი ძვლის მოტეხილობის შედეგად ძვლის ტვინიდან წამოსული ცხიმი;
- სიმსივნის ნაწილი;
- ჰაერის ბუშტები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pulmonary-embolism/symptoms-causes/syc-20354647