რა არის იმუნიტეტი?
იმუნიტეტის დახმარებით ორგანიზმი შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეჭრილ უცხო სხეულებსა და მიკროორგანიზმებს.
დაქვეითებული იმუნური სისტემის გამო ადამიანი გაცილებით მარტივად ავადობს, ორგანიზმს უჭირს ინფექციასთან თუ ანთებასთან ბრძოლა.
არ არსებობს კონკრეტული ჯადოსნური საკვები ან წამალი,რომელიც 100%-იანი გარანტიით გააძლიერებს იმუნიტეტს, მაგრამ გარკვეული მეთოდების კომბინაცია ნამდვილად ეფექტურად აისახება ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, იმუნური სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებაზე.
პირველ რიგში სასურველია, დაიცვათ პირადი ჰიგიენა, ხშირად დაიბანოთ ხელები საპნით!
უნდა ისწავლოთ სტრესის მართვა, რადგან ქრონიკული სტრესი იმუნური სისტემის ერთ-ერთი მტერია.
რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობა; თუ შესაძლებელია მზიან ამინდში ისეირნეთ და ბუნებრივი გზით შეითვისეთ D ვიტამინი.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მშვიდი ძილის გარეშე ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება - თუ უჩივით უძილობას, სასწრაფოდ მოიწესრიგეთ ძილის ხარისხი.
იმუნიტეტის გაძლიერებისთვის მოწოდებულია პროდუქტები, რომელიც გამოირჩევა ცხიმის დაბალი შემცველობით - სასარგებლოა მცენარეული საკვები. იმუნიტეტს აუმჯობესებს საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები.
რეკომენდებულია:
- ტკბილი კარტოფილი;
- სტაფილო;
- წითელი წიწაკა;
- ფორთოხალი;
- ბროკოლი;
- ლიმონი;
- თხილეული;
- ლობიო;
- ოსპი;
- თევზი;
- სოკო;
- იოგურტი;
- კვერცხი;
- მარცვლეული;
- ნიორი;
- კივი;
- ფრინველის ხორცი;
- ხახვი;
- ბანანი;
- ხუჭუჭა კომბოსტო;
- ისპანახი;
- სალათის ფურცლები;
- ნუში;
- გოგრა;
- ბრინჯი;
- ხაჭო;
- მოცვი;
- შავი შოკოლადი;
- კეფირი;
- თაფლი და სხვა.
წყარო: