სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა - რა იწვევს ჰიპოკალემიას?

სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა - რა იწვევს ჰიპოკალემიას?

რა არის ჰიპოკალემია?

მდგომარეობას, როდესაც სისხლის მიმოქცევაში ნორმალურზე დაბალი კონცენტრაციის კალიუმია, სამედიცინო ენაზე ჰიპოკალემია ეწოდება.

რა ფუნქციას ასრულებს კალიუმი?

კალიუმი უჯრედებს ელექტრული სიგნალის გადაცემაში ეხმარება. მისი როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია კუნთისა და ნერვული უჯრედების სათანადო ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებით გულის კუნთის უჯრედებისთვის.

როცა სისხლის მიმოქცევის სისტემაში კალიუმის დონე კრიტიკულად დაბალია,აუცილებელი ხდება სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა - პათოლოგია სიცოცხლისთვის საშიშია.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპოკალემიის ჩამოყალიბებაში არაერთი ფაქტორი მონაწილეობს, სისხლში კალიუმის დაბალ შემცველობას სხვადასხვა მიზეზი იწვევს.

როგორც წესი, ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი შარდმდენი მედიკამენტის მიღების გამო შარდის მეშვეობით კალიუმის ჭარბი რაოდენობით კარგვაა. ჰიპოკალემიის ჩამოყალიბებას შესაძლოა ასევე ხელს უწყობდეს ღებინება და დიარეა. იშვიათად, მაგრამ კალიუმის დაბალი შემცველობა შესაძლოა განვითარდეს იმის გამოც, რომ საკვებ რაციონში არ არის რეკომენდებული დოზით კალიუმით მდიდარი პროდუქტები.

სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  • ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  • დიაბეტური კეტოაციდოზი;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტი;
  • პირველადი ალდოსტერონიზმი (ჰორმონული დაავადების ფორმა, რომელიც იწვევს სისხლის მაღალ წნევას);
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი;
  • საფაღარათო საშუალებების დიდი რაოდენობით მიღება.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

უმეტეს კლინიკურ შემთხვევაში სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა დიაგნოსტირდება სისხლის ანალიზის დროს და როგორც წესი, სრულიად შემთხვევით (სხვა დაავადების გამოკვლევის დროს დანიშნული ანალიზის გამო).იშვიათად, რომ ჰიპოკალემიამ ორგანიზმში რაიმე იზოლირებული სიმპტომი (მაგალითად, კუნთების კრუნჩხვა) გამოიწვიოს.

ჰიპოკალემიის სიმპტომები შესაძლოა იყოს:

  • სისუსტე;
  • დაღლილობა;
  • კუნთის კრუნჩხვა;
  • ყაბზობა.

გაითვალისწინეთ, რომ ჰიპოკალემიის ყველაზე საგანგაშო, საყურადღებო გართულებული მდგომარეობა არითმიაა და განსაკუთრებით იმ პირებში, ვისაც გულის დაავადება აქვთ.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/low-potassium/basics/definition/sym-20050632