ციკლური ღებინების სინდრომი - თუ ეს სიმპტომები გაწუხებთმიმართეთ ექიმს

ციკლური ღებინების სინდრომი - თუ ეს სიმპტომები გაწუხებთმიმართეთ ექიმს

რა არის ციკლური ღებინების სინდრომი, რა არის ხშირი ღებინების მიზეზი?

ციკლური ღებინების სინდრომი ხასიათდება ძლიერი, მწვავე ღებინების ეპიზოდებით, რომელსაც თვალსაჩინო გამომწვევი მიზეზი არ აქვს.

ეპიზოდი შესაძლოა გრძელდებოდეს რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში - აქვს მონაცვლეობითი უსიმპტომო პერიოდიც.

ეპიზოდები იმდენად მსგავსია, რომ იწყება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, დროის ხანგრძლივობაც კი იგივეა - ამასთან, ზუსტად ის სიმპტომები ვლინდება, რაც წინა ეპიზოდის დროს.

ციკლური ღებინების სინდრომი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, მაგრამ უფრო ხშირია 3-დან 7 წლამდე ასაკის პატარებში.

მოგეხსენებათ, ღებინება ბევრი პათოლოგიის სიმპტომია, შესაბამისად, ზუსტი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება რთულია.

სინდრომის სამკურნალოდ შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ცხოვრების წესის ცვლილება, მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან არიდება.სავარაუდოდ, ექიმი გამოგიწერთ ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტს.

სიმპტომები

ციკლური ღებინების სინდრომის სიმპტომები, როგორც წესი, დილით იწყება.

სინდრომისთვის დამახასიათებელია:

  • სამი ან მეტი განმეორებითი ღებინების ეპიზოდი;
  • ეპიზოდებს შორის ინტერვალი, როცა პაციენტი არ აღებინებს;
  • ეპიზოდის დაწყებამდე ძლიერი გულისრევის შეგრძნება და ოფლიანობა.

შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:

  • მუცლის ტკივილი;
  • დიარეა;
  • თავბრუსხვევა;
  • სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • თავის ტკივილი.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს თუ ღებინების შემდეგ მასაში შენიშნეთ სისხლი.

ღებინების რამდენიმე ეპიზოდის გამო მნიშვნელოვნად იზრდება გაუწყლოების რისკი.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ გაუწყლოებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგალითად:

  • წყურვილის ძლიერი გრძნობა ან პირის სიმშრალე;
  • შარდის რაოდენობის შემცირება;
  • კანის სიმშრალე;
  • ჩაცვენილი თვალები ან ლოყები;
  • უცრემლო ტირილი (ბავშვებში);
  • ძლიერი სისუსტე.

ციკლური ღებინების სინდრომის ძირითადი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შესაძლო გამომწვევ მიზეზად მედიკოსები ასახელებენ ისეთ ფაქტორებს როგორიცაა: გენეტიკა, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, ნერვული სისტემის პრობლემა, ჰორმონული დისბალანსი, ზოგიერთი საკვები და სასმელი, დიდი რაოდენობით საკვების მიღება ძილის წინ, ცხელი ამინდი, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, მენსტრუაცია და სხვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cyclic-vomiting-syndrome/symptoms-causes/syc-20352161