როგორია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა?

როგორია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა?

სტატისტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 18 მარტს გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 15 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 786 ადამიანი.

ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 312 და დაიღუპა 23 ადამიანი, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 10 911 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 604 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაინფიცირდა 63 და დაიღუპა 1 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 1 552 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 140 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 2 243 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 18 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 42 ადამიანი.

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200318-sitrep-58-covid-19.pdf?sfvrsn=20876712_2

 

https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/situation-reports