ბავშვთა სიმსუქნე - რა საფრთხეს უქმნის ჭარბი წონა ბავშვის ორგანიზმს?

ბავშვთა სიმსუქნე - რა საფრთხეს უქმნის ჭარბი წონა ბავშვის ორგანიზმს?

ბავშვთა ჭარბწონიანობა, ბავშვთა სიმსუქნე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა.

სიმსუქნის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ პატარა ადამიანის წონა ასაკთან და სიმაღლესთან შეფარდებით მაღალია.

ჭარბი წონის გამო ბავშვის ორგანიზმში ვლინდება ისეთი დარღვევა თუ პათოლოგია, რომელიც ზრდასრულისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი ქოლესტერინი და სხვა.

ადრეულ ასაკში გამოვლენილი სიმსუქნე ხშირად ხდება ბავშვის დეპრესიის მიზეზი - ზედმეტი წონა უარყოფითად აისახება თვითშეფასებაზეც.

ბავშვთა სიმსუქნის შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა ოჯახში დანერგოთ ჯანსაღი კვების რაციონი და ფიზიკური აქტივობა.

გამომწვევი მიზეზი

რასაკვირველია, მთავარი დამნაშავე არაჯანსაღი კვების რაციონი (ზედმეტი კალორია) და არააქტიური ცხოვრების წესია. ასევე გასათვალისწინებელია გენეტიკა და ჰორმონული ფაქტორი.

გახსოვდეთ, სიმსუქნე უარყოფითად აისახება ბავშვის ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობაზე.

ჭარბი წონის გამო იზრდება ისეთი პათოლოგიების განვითარების რისკი როგორიცაა:

  • დიაბეტი ტიპი 2;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მაღალი ქოლესტერინი;
  • ასთმა;
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება;
  • ძვლის მოტეხილობის რისკი;
  • დაბალი თვითშეფასება;
  • წონის გამო თანატოლებისგან დაცინვა;
  • დეპრესია;
  • ქცევითი და სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/childhood-obesity/symptoms-causes/syc-20354827