წარმომადგენლები დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გამართულ დუბაის სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო შოუში მონაწილეობდნენ.
ღონისძიება სამედიცინო ტურიზმს ეძღვნებოდა; იგი წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, რომელიც კლინიკების ხელმძღვანელებს, ინვესტორებს, ბაიერებს, სადაზღვევო და ტურისტულ კომპანიებს, სამედიცინო ტურიზმის წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს შორის კომუნიკაციას აუმჯობესებს.
საერთაშორისო შოუ სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალის გაფართოებაზე ზრუნავს. შოუში მონაწილეობდა არაერთი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
"ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნების დღიდან აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ვორქშოფებსა და კონგრესებში. ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრში დასაქმებულნი არიან კადრები, რომელთაც სამედიცინო სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. დუბაის სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო შოუში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მეცნიერები და პროფესიონალები ჯანდაცვის სფეროდან. ჩვენი ორგანიზაციისთვის აღნიშნული ღონისძიება ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის დასამყარებლად შესანიშნავი პლატფორმა აღმოჩნდა", - განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ნეფარიძემ.