ბაქტერიული ვაგინოზი - თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს

ბაქტერიული ვაგინოზი - თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს

რა არის ბაქტერიული ვაგინოზი?

ბაქტერიული ვაგინოზი არის ვაგინალური ანთების ფორმა, რომელიც გამოწვეულია ვაგინის ნორმალურ ფლორაში არსებული ბაქტერიების ჭარბი ზრდის გამო.

ბაქტერიული ვაგინოზი შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია რეპროდუქციულ პერიოდში.

ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა რისკ-ფაქტორად ხშირად სახელდება დაუცველი სქესობრივი კავშირი ან საშოს ხშირი გამორეცხვა.

სიმპტომები

ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომებია:

  • მონაცრისფრო, თეთრი ან მწვანე ფერის თხელი გამონადენი;
  • უსიამოვნო სუნი საშოს არეში;
  • ვაგინალური ქავილი;
  • წვა შარდვის დროს.

აღსანიშნავია, რომ ბევრ ქალს შესაძლოა ჰქონდეს ბაქტერიული ვაგინოზი, მაგრამ სიმპტომებს არ უჩიოდეს, ანუ პათოლოგია უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

გართულებული შემთხვევა

ბაქტერიული ვაგინოზი, როგორც წესი, არ იწვევს გართულებებს, მაგრამ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ბაქტერიულმა ვაგინოზმა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ნაადრევი მშობიარობა;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • გინეკოლოგიური ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ინფექციის რისკი;
  • მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

  • ვაგინალურ გამონადენს აქვს სპეციფიკური სუნი ან მას თან ახლავს სიცხე;
  • უკვე გადატანილი გაქვთ ვაგინალური ინფექცია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამონადენის ფერი ან სიმკვრივე განსხვავებულია;
  • გყავდათ რამდენიმე პარტნიორი ან ახლა ინტიმური კავშირი გაქვთ ახალ პარტნიორთან (გახსოვდეთ, ზოგჯერ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიმპტომატიკა ბაქტერიული ვაგინოზის მსგავსია);
  • სოკოს ინფექციას სახლის პირობებში მკურნალობდით, მაგრამ თვითმკურნალობის მიუხედავად სიმპტომები არ ალაგდა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bacterial-vaginosis/symptoms-causes/syc-20352279