A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

რატომ არის A ვიტამინი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?

A ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია.

იგი სასარგებლოა თვალის ჯანმრთელობისთვის, ბავშვების ზრდა-განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტით.

A ვიტამინი აუცილებელია თმის, კბილებისა და ღრძილებისთვის.

A ვიტამინი უჯრედებს აღდგენაში ეხმარება და ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, A ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის მეშვეობით, მნიშვნელოვნად მცირდება კიბოს განვითარების რისკი.

A ვიტამინით მდიდარია:

  • სტაფილო;
  • თევზი (თინუსი, ქაშაყი);
  • ტკბილი კარტოფილი;
  • ისპანახი;
  • ნესვი;
  • სალათა;
  • წითელი ბულგარული წიწაკა;
  • ვარდისფერი გრეიფრუტი;
  • ბროკოლი;
  • საქონლის ღვიძლი;
  • ბარდა;
  • მანგო;
  • გამომშრალი გარგარი;
  • გოგრის ღვეზელი;
  • პომიდვრის წვენი;
  • თხის ყველი;
  • რძე.

 

წყარო:

https://www.myfooddata.com/articles/food-sources-of-vitamin-A.php

https://www.medicalnewstoday.com/articles/324493#beef-liver