რაზე მიგვანიშნებს ღვიძლის ფერმენტების მომატებული რაოდენობა?

რაზე მიგვანიშნებს ღვიძლის ფერმენტების მომატებული რაოდენობა?

სახიფათოა თუ არა ღვიძლის ფერმენტების მომატება?

ღვიძლის ფერმენტების მომატებული რაოდენობა შესაძლოა ღვიძლის უჯრედების დაზიანების ან ანთების მაჩვენებელი იყოს.

ანთებითი ან დაზიანებული ღვიძლის უჯრედებიდან სისხლში იჟონება ნორმაზე მეტი რაოდენობის ქიმიკალები და მათ შორის ღვიძლის ფერმენტები, შედეგად კი სისხლში იმატებს ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებელი.

მომატებული ღვიძლის ფერმენტების შესახებ ინფორმაციას, როგორც წესი, იგებენ რუტინული სისხლის ანალიზის დროს.

გამომწვევი მიზეზი

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ღვიძლის ფერმენტების დონე დროებით არის მომატებული და არ წარმოადგენს ღვიძლის ქრონიკული თუ სერიოზული დაავადების სიმპტომს. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ღვიძლის ფერმენტების მომატება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებისა თუ მდგომარეობის გამო.

ღვიძლის ფერმენტების მომატების ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • ალკოჰოლი;
  • გულის უკმარისობა;
  • A, B და C ჰეპატიტი;
  • ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება;
  • სიმსუქნე.

სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ალკოჰოლური ჰეპატიტი;
  • აუტოიმუნური ჰეპატიტი;
  • ცელიაკიის დაავადება;
  • ციტომეგალოვირუსი;
  • ეფშტეინ-ბარის ვირუსი;
  • ჰემოქრომატოზი;
  • ღვიძლის კიბო;
  • მონონუკლეოზი;
  • პოლიმიოზიტი;
  • სეფსისი;
  • ტოქსიკური ჰეპატიტი;
  • ვილსონის დაავადება.

თუ სისხლის ანალიზი ღვიძლის ფერმენტების მომატებულ კონცენტრაციას დაადასტურებს, გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისთვის, ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სხვა ტიპის კვლევა თუ პროცედურა.

დიაგნოზის მიხედვით ინიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/elevated-liver-enzymes/basics/definition/sym-20050830